1782120384
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კორეის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება; საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას.