1786136032
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.