სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში გაჩნდა, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ტერიტორიაზე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია. „დელტას“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.