სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახს უსამძიმრებს
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახს უსამძიმრებს.
„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას - ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს... ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.
უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს. გამძლეობას ვუსურვებ მათ და ვუდასტურებ გულწრფელ თანაგრძნობას!“, - აცხადებს თეა ახვლედიანი.
შეგახსენებთ, 5 იანვარს, ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.