Loading data...
სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ მოხდა ჩანაწერის შესწავლა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია - სახალხო დამცველი

„ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეისწავლა.

„პრაიმტაიმი“ კომენტარისთვის სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს დაუკავშირდა.

„მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენი მოთხოვნით მოხდა ჩანაწერის დაარქივება. ადგილზე მოხდა მისი შესწავლა და შესაბამისი ოქმის შედგენა. მოკვლევის შემდეგ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ პერიოდში როცა მითითებული იყო მისი გაყვანის თაობაზე, თუ არ ვცდები მითითებული იყო 5 თებერვალი, ის ნამდვილად იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მას თავისი საკანი არ დაუტოვებია“ - განუცხადა „პრაიმტაიმს“ სახალხო დამცველმა.