Loading data...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 07:35 საათზე, ონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირიში დაფიქსირდა.