1773234644
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
„დღეს, თბილისის დროით 16:49-ზე, ქალაქი ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში, მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.