Loading data...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრემ 3.3. მაგნიტუდა შეადგინა. 

მიწისძვრა თბილისის დროით 16:23 საათზე დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3კმ, სოფელ ვაკეში მოხდა.