1784667391
საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
„დღეს, თბილისის დროით 00:34-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 9კმ-ში, სოფელ გორელოვკადან 3კმ-ში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.