1773842814
საზოგადოება
საქართველოში კატარის ელჩი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოში კატარის ელჩი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩი, უსამძიმრებს ქართველ ხალხსა და მართლმადიდებელ ეკლესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რომელიც ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სიყვარულის, მშვიდობისა და ჰარმონიის სიმბოლო“, - აღნიშნულია ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ინფორმაციისთვის, ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.