„საქართველოში ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი, რომელიც აღავლენს მართლმადიდებლურ მსახურებას“ - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. 24 საათის განმავლობაში არ წყდება მოქალაქეების ნაკადი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ცხედარია დასვენებული.
უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება.
„ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მორწმუნე ადამიანი არ არის შეზღუდული დროში, მოვიდეს და პატივი მიაგოს პატრიარქის ხსოვნას. მოდიან ადამიანები სხვადასხვა კუთხეებიდან, მოჰყავთ ბავშვებიც, რადგანაც სურთ, რომ მათმა შვილებმაც გამოსათხოვარი პატივი მიაგონ მის უწმინდესობას. ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც თითქმის ყოველი ქრისტიანი.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიებისთვისაც.
ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია.
თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ბართლომეოსი, რომელიც მას წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისათვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს მართლმადიდებლურ მსახურებას.
ამავდროულად, სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი“ - განაცხადა დეკანოზმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა თეიმურაზმა (თათარაშვილმა).