1774988581
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოში 3 აპრილს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს მოწვევით 3 აპრილს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
„ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, - ნათქვამია განცხადებაში.