1773725327
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური, ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.
ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, - ნათქვამია განცხადებაში.