1745052176
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა

ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურში.
მათივე განცხადებით, ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონის“ ავარიული გათიშვის გამო, საქართველოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ამ დროისთვის დაზიანება აღდგენილია.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ეტაპობრივად შეძლებენ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას.