Loading data...
საქართველოს საგარეო უწყება: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო, ვუსამძიმრებთ პორტუგალიას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარ ავარიას გამოეხმაურა. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის „გლორიას“ ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პორტუგალიას და დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. დაღუპულია 17 ადამიანი.