Loading data...
საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

დღეიდან სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ახალ მიმართულებაზე იმოძრავებენ - საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მოდერნიზაციის პროექტი გახსნა.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზაში საუკუნის პროექტი დასრულდა, რომელიც ქვეყნის როლს სატრანზიტო დერეფანში კიდევ უფრო გააძლიერებს. მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედების შემდეგ, რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება, სატრანზიტო დრო კი მნიშვნელოვნად შემცირდება. უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ტვირთების უფრო ეფექტურ და სწრაფ გადაზიდვას შეუწყობს ხელს. მეორეს მხრივ კი, სამგზავრო მატარებლების მსვლელობის დროს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს „შუა დერეფანი“ საქართველოს რკინიგზის მთავარი გამოწვევაა. ახალი ხაზის ამოქმედება კი კომპანიას „ტრანს კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში“ მეტად ეფექტურსა და მიმზიდველს გახდის.