Loading data...
საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისიბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმითბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.