Loading data...
საქართველოს რკინიგზა: თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული უკვე დაიძრა, საქართველოს რკინიგზამ ადგილზე მყისიერად დამხმარე მატარებელი მიიყვანა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. 

„გაცნობებთ, რომ თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული უკვე დაიძრა.

საქართველოს რკინიგზამ ადგილზე მყისიერად დამხმარე მატარებელი მიიყვანა. ამ ეტაპზე, მგზავრები უკვე გადაყვანილნი არიან მეორე მატარებელში, რომელიც ფოთის მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.