Loading data...
საქართველოს რკინიგზა: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

„რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი გაუგებარია.

„მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - ნათქვამია განცხადებაში.