1767042129
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის
საქართველოს რკინიგზა გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში.
კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.