1793881196
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ ხასიათს, ეროვნულ მოტივებსა და იმ ემოციურ სამყაროს, რომელიც მის ხელოვნებას მსმენელისთვის ახლობელსა და გამორჩეულს ხდიდა.
მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს დარჩება ქართული მუსიკის ისტორიაში.
საქართველოს პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს ნუნუ დუღაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას.