1774111696
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დღესაც ესწრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. სამძიმარზე არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.