Loading data...
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს.

საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა, ქართული კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.