Loading data...
საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს საუდის არაბეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები“, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დღეს შესრულდება რეისი რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო), ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.

მასკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)

05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):

ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335

ტელეფონი: +971 2 553 36 83

ელ-ფოსტა: [email protected]

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):

ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071

ტელეფონი: +974 44 739 499

ელ-ფოსტა: [email protected]

„აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.