Loading data...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ახალი სერვისი დანერგა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი ვებპლატფორმა ches.gov.ge არის ნებართვების ციფრული პორტალი, რომლის შექმნის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ყველა სერვისის ერთიან ელექტრონულ სივრცეში თავმოყრა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე ვებ გვერდი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად, გამჭვირვალედ და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიიღონ სააგენტოს ყველა სერვისი

პლატფორმა ეტაპობრივად გააერთიანებს შემდეგ ძირითად სერვისებს:

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვა

დამცავ ზონაში ჩასატარებელი სამუშაოების თანხმობის წერილი

არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა

კულტურულ ფასეულობათა გატანა-შემოტანის ნებართვა

პირველ ეტაპზე ამოქმედდა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვის მიღების ელექტრონული სერვისი. ვებ გვერდს სხვა სერვისები ეტაპობრივად დაემატება.

ches.gov.ge - კულტურული მემკვიდრეობის სერვისების ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 2 56 08 08.