საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
საღამოზე წარმოდგენილი თეატრალური ეპიზოდები, საარქივო მასალა და საოპერო არიები ორი გამოჩენილი ქართველი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებით გზასა და ქართული ოპერის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს წარმოაჩენდა.
გალაზე შესრულდა არიები ოპერებიდან: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „კარმენი“ და სხვა ცნობილი საოპერო ნაწარმოებებიდან.
წარმოდგენის რეჟისორი იყო კოკო როინიშვილი, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი ლევან ჯაგაევი. ღონისძიებას უძღვებოდა საღამოს თანაავტორი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები: ქეთევან ქემოკლიძე, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, აკაკი გუგუშვილი, ოთარ ჯორჯიკია და ივერ ქუცაიძე; მსახიობები: ზუკა პაპუაშვილი, არჩილ მაკალათია და ვანო დუგლაძე; საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი ბალერინა მარიამ ელოშვილი და ანსამბლი „ერისიონი“.