Loading data...
საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას

საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

კონკურსის მიზანია: 👇

საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა

რეგიონებში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაცია

თეატრების გააქტიურება და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება

მაყურებლის ჩართულობისა და კულტურაზეხელმისაწვდომობის ზრდაფესტივალი უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე: მატერიალური სახით – ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ელექტრონულად – [email protected]

განაცხადები მიიღება 2 აპრილის ჩათვლით

ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.