Loading data...
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორს და კურატორს შეხვდნენ

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორ მირენ არზალუზისა და კურატორ ლუჩია აგირეს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ფურცხვანიძე.