Loading data...
საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ულან ნიაზბეკოვი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.