1783171831
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე 7 ივლისს, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
„ამა წლის 7 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.