1770907492
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის მეუღლე სანია მუსიჩ მილანოვიჩი ეწვია
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის მეუღლე სანია მუსიჩ მილანოვიჩი ეწვია.
სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონმა, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
სანია მუსიჩ მილანოვიჩმა ოქროს ფონდში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები დაათვალიერა.