Loading data...
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკი ლოიალური მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებების მომზადებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად 31 ივლისს Student Card და sCool Card-ის მფლობელები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას მინისოს ყველა ფილიალში 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 50 ლარს).

ინფორმაციისთვის, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.

ასევე, 31 ივლისს მხოლოდ Student Card-ით და sCool Card-ით გადახდისას ბიბლუსის, XS toys-ს, პეპელას და Carter’s-ის ქუთაისის და ბათუმის მაღაზიებში სტუდენტები და მოსწავლეები 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ (ჯამური ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტი 50 ლარია). 

აქაც იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ქეშბექით ისარგებლონ, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ით გააქტიურება.

გახსოვდეთ, ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.

ხოლო, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Student Card-ი, ან თქვენს შვილს არ აქვს sCool Card-ი, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შეგიძლიათ.