Loading data...
საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე და წყალთაშუა-ზეკარის საავტომობილო გზის კმ11-კმ27 მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.