საირიგაციო სეზონთან დაკავშირებით კახეთში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს მელიორაციის კახეთის რეგიონული სამსახურის სერვისცენტრების წარმომადგენლები ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივ ფერმერებსა და წყალმომხმარებლებს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მიმდინარე სარწყავი სეზონის, საირიგაციო მომსახურების პირობებისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება იყო.
შეხვედრების ფარგლებში ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საირიგაციო მომსახურების ტარიფების, წყლის მიწოდების პირობებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების შესახებ.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საირიგაციო სისტემების მუშაობის, მომსახურების პირობებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობისა და მოსავლიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.
ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია ხელს უწყობს წყალმომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.