1737543637
საზოგადოება
საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა დასრულდა
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა გახსნეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.
ცენტრი უზრუნველყოფს ისეთ სერვისებს როგორიცაა: ეპიდზედამხედველობა, იმუნიზაცია, პროფილაქტიკური აცრები, მალარიის ელიმინაციის პროგრამა, აცრების ლოგისტიკა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, ასევე, ფუნქციონირებს პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ -1 185 071,59 ლარი შეადგინა.