Loading data...
საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.