Loading data...
საგანგებო: უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი გადავარდა სიმაღლიდან, გარდაცვლილი კაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სვანეთში განხორციელებულ სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.

უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3 600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.