Loading data...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეები შეემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას სამი ახალი IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეემატა. ინფორმაციას შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ავტოკიბეები 55 მეტრის სიმაღლეზე იშლება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.

„ავტოკიბეს გააჩნია როგორც ავტომატური, ასევე, მექანიკური გაშლის რეჟიმი. მასზე დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი, რომელიც მაღალსართულიანი შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენება. აღნიშნული სპეცტექნიკა სრულად მორგებულია სამსახურის საჭიროებებზე.

ახალი სახანძრო სპეცტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა დაათვალიერა და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნო“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.