1735050682
საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურმა საახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებსა და მოხუცებს მიულოცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებთან ერთად, ცენტრში მყოფი ბენეფიციარები მოინახულა, საახალწლო ნობათი და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცა.
სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ყოველი წლის ბოლოს, საგამოძიებო სამსახური საქველმოქმედო აქციას ახორციელებს, რომელშიც სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.