Loading data...
„საჭიროებს მყისიერ რეაგირებას...“ სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ატმის შეღებვის ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას“.

„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.