1774089050
საზოგადოება
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეწვია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.