Loading data...
საბერძნეთის ხელისუფლება ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, ექსპერტები ტურისტებს აფრთხილებენ. „პანიკა ნუ გექნებათ, მაგრამ ფრთხილად იყავით“, - აღნიშნავენ ისინი.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კრეტასა და ეგეოსის ზღვის კუნძულებთან ახლოს 2 მიწისძვრა მოხდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტებმა ტურისტებს საგანგებო სიტუაციების შესახებ, რეკომენდაციები მისცეს.

22 მაისს, კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, კუნძულთან ახლოს მსგავსი წყალქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. თებერვალში, თითქმის, მთელი თვის განმავლობაში იყო მიწისძვრების სერია საბერძნეთის „იდეალად“ წოდებულ კუნძულ სანტორინიზეც.

მიუხედავად იმისა, რომ კრეტასთან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ხელისუფლებამ მოსახლეობას ცუნამის საშიშროების შესახებ აცნობა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ განგაში ცრუა და სტიქიური კატასტროფა რეგიონს არ ემუქრება.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის გენერალური მდივანი რემი ბოსუ ფაქტზე Euronews-თან საუბრობს და აღნიშნავს, რომ „საბერძნეთში სამოგზაუროდ წასვლისას, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სეისმურად აქტიურ რეგიონში მიდიან“. რისკების თავიდან აცილების მიზნით, რემი ბოსუმ ტურისტებს რამდენიმე, აუცილებელი რეკომენდაცია მისცა:

„1. თუ შენობაში ხართ, ტრავმების ყველაზე რეალური საფრთხე საგნების ჩამოვარდნაა, ამიტომ თავი უნდა დაიცვათ მაგიდის ქვეშ ჯდომით.

2. მიწისძვრის დროს, მაღალია შენობის სახურავის ან აივნის ჩამონგრევის საშიშროება, ამიტომ შეძლებისდაგვარად, ღია ადგილებს თავი უნდა მოარიდოთ.

3. მოერიდეთ ნავსადგურებთან ახლოს ყოფნას, რადგან მიწისძვრამ შესაძლოა, ზღვის დონის აწევა გამოიწვიოს.

4. კატეგორიულად იკრძალება ზღვაში შესვლა, საფრთხილოა სანაპირო ზოლის გამოყენებაც“, - აღნიშნავს ბოსუ.