1771964362
საზოგადოება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საბჭოთა ოკუპაციის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების, ასევე, ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.