Loading data...
საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ჩოკოშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჯონათან ასკონასს და დელეგაციის წევრებს „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საბაჟო კონტროლის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში კანონიერი ვაჭრობის კონტროლის განვითარებას. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო სანქციების განხორციელების მხარდაჭერის პროცესში.

აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საბაჟო-გამშვები პუნქტისადახლო-საავტომობილოს“ დაათვალიერეს და საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი კონფლიქტების საკითხებში ქელი ბრაუსი, ასევე საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.