Loading data...
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

გამოფენა 30 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით ლონდონში იმართება.

ღონისძიება ყოველწლიურად 25 000 ვიზიტორსა და 1 500 მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 105 ქვეყნიდან, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის სტუმრებს წარუდგინონ უახლესი პროდუქტები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი ბიზნესს კონტაქტები.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 1 500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.