როგორ გააწბილა სტუმარმა თეა ადეიშვილი ეგრეთ წოდებულ „კამიტის“ საქმეზე
თეა ადეიშვილმა გადაცემაში „მთელი კვირა“, ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში ჩართო უსაფრთხოების ექსპერტი, მკვლევარი, კონსულტანტი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სპეციალიზაციით, ჟან პასკალ ზანდერსი, რომლის შეფასებამაც „კამიტის“ საქმეზე ტელეწამყვანის გაწბილება გამოიწვია.
ზანდერსის განცხახდებით, ის ეფექტები, რომლებიც ექიმ ჩახუნაშვილს საკუთარ ანგარიშში აქვს მოყვანლი შესაძლებელია, რომ მხუთავ გაზსსა და წიწაკის სპრეისაც გამოეწვიათ. ექსპერტის თქმით, „კამიტის“ შემთხვევაში ფიზიოლოგიური შედეგები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ის, რაც მოცემული მომენტისთვისაა.
„ჩემი პირველადი რეაქცია იყო, რომ შეუძლებელია „კამიტი“ გამოეყენებინათ. ეს არის მეტად იშვიათი და პრაქტიკულად დავიწყებული ნივთიერება და მისი მოულოდნელი გამოჩენა თანამედროვე კონტექსტში, ბუნებრივია სერიოზულ კითხვებს აჩენს. არ არსებობს ქიმიური ტესტი, რომელიც დაამტკიცებდა „კამიტის“ გამოყენებას, ამიტომ ესაა ვარაუდი.
თქვენ ალბათ იცნობთ ექიმ ჩახუნაშვილის სამეცნიერო ანგარიშს, მის ნაშრომში „კამიტი“ ნახსენები არ არის, თუმცა იგი მკაფიოდ მიუთითებს „ცე ეს“ გაზზე, ის ეფექტები, რომლებიც მას თავის ანგარიშში აქვს აღწერილი, პაციენტის ჩივილები, კანზე გამონაყარის, უჰაერობის, ფილტვის დაზიანების, სუნთქვის გაძნელების და გულის პრობლემები, შესაძლოა, რომ მხუთავი გაზის და წიწაკის სპრეის გადაჭარბებული კონცენტრაციის შედეგიც იყოს. ჩემი შეფასებით, „კამიტის“ შემთხვევაში ფიზიოლოგიური შედეგები გაცილებით მძიმე და სერიოზული იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ამ მომენტისთვის ვხედავთ“, - განაცხადა ჯან პასკალ ზანდერსმა.
თეა ადეიშვილის თქმით, როგორც ჩანს მკლევარს არ სჯერა, რომ გამოყენებულ იქნა „კამიტი“.
„მას არ სჯერა, რომ კამიტი იქნა გამოყენებული. ამას სჭირდება გაცილებით უფრო ჩაღრმავებული კვლევა და უფრო მეტი მტკიცებულებები“,- აცხადებს თეა ადეიშვილი.