1767025511
საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის - 1 კილომეტრი და 362 მეტრი.
ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.