რიგაში ისტორიულ მატჩზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, გამთენიისას ორი სუბსიდირებული რეისი შესრულდა

რიგაში ისტორიულ მატჩზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, გამთენიისას მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით, 2 სუბსიდირებული რეისი შესრულდა.
რეისები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს.
ფაქტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში დაწერა.
„
ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ, მორიგი ჩარტერული რეისით, ქომაგები რიგაში გაემგზავრნენ“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე.