1743765282
საზოგადოება
რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად, კახაბერ გულედანი დაიკავებს

რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილი დასახელდა, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსულტაციების დროს გაირკვა, რომ სამინისტროს მუშაობაზე განსხვავებული მიდგომები არსებობდა.
„შესაბამისად, ლილუაშვილი არ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას“, - განაცხადა კობახიძემ.