Loading data...
რა შეიძლება ღირდეს ტადაო ანდოს „ფიროსმანის მაგიდა“ - მეტაფორული საფლავის 7-მეტრიანი ქანდაკება, მაშინ როდესაც წინასწარმეტყველური სკულპტურის პროტოტიპმა კრისტის აუქციონზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

ტადაო ანდოს ნამუშევარს „ფიროსმანის მაგიდა“ , რომელიც ხელოვნების, კონცეპტუალური მინიმალიზმისა და პოეტური სიმბოლიზმის არნახული ნაზავია, სამუზეუმო დაწესებულებები და კოლექციონერები აკვირდებიან.

ნამუშევარი აკრილის კუბებში ჩასმული 564 ლურჯი ვარდისგან და 164 ცარიელი კუბისგან შედგება. კუბი ერთდროულად როგორც დამცავ ჭურჭელს, ასევე მდუმარე სამარეს განასახიერებს; ლურჯი ვარდი კი - წარმავალი სილამაზის მარადისობასა და ჭკნობას შორის იდუმალ ბალანსს წარმოაჩენს.

„ფიროსმანის მაგიდა“ უბრალოდ სკულპტურა როდია - ის ემპირიული გარემოა, რაც მას ხელოვნების ნიმუშების ისეთივე კატეგორიაში აყენებს, როგორებიცაა მონეს Water Lilies („წყლის შროშანები“) ან იაიოი კუსამას Infinity Rooms („უსასრულობის ოთახები“).

ტადაო ანდოს წინასწარმეტყველური სკულპტურის Blue Rose in the Cube Study 1 -მა, „ფიროსმანის მაგიდის“ პროტოტიპმა - კრისტის აუქციონზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თავდაპირველად £10,000–£15,000 შეფასებულმა ნამუშევარმა ფსონების ომი გამოიწვია და საბოლოოდ - £88’200-ად, ანუ მისი წინასწარი შეფასების ზედა ნიშნულზე თითქმის ექვსჯერ მეტად გაიყიდა.

თუ ერთი ექსპერიმენტული ვერსია კრისტის აუქციონზე £88,200-ად შეფასდა, მაშინ ამ მასშტაბის (700-ზე მეტი ელემენტისგან შემდგარი) ნამუშევრის ფასი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება.

აუქციონების ან სამუზეუმო დაწესებულების მიერ გამოთქმული სავარაუდო ფასი ასეთია:

დაბალი შეფასება: £10–13 მილიონი ($12–15 მილიონი) (დღეს რომ გავიდეს აუქციონზე)
მაღალი შეფასება: £25–30 მილიონი+ ($30–40 მილიონი)

კრისტის აუქციონზე Blue Rose in the Cube Study 1-ის მიმართ საყოველთაო გამოხმაურება ცხადყოფს, რომ ტადაო ანდოს სკულპტურული მემკვიდრეობა ახალ ფაზაში შედის, რომელიც არქიტექტურაზე მის უდიდეს გავლენას სცდება. „ფიროსმანის მაგიდა“ დღეს რომ გასულიყო აუქციონზე, მის მიმართ მოლოდინი და შეძენის მოსურნეთა ცილობა ათწლეულის მოვლენად იქცეოდა.

რაკიღა კოლექციონერები და დაწესებულებები მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ნამუშევრების შეძენაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ამიტომ საკითხავი ის კი არ არის - მოხსნის თუ არა ანდოს სკულპტურები რეკორდებს, არამედ ის - თუ როდის მოხდება ეს?!